ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევნების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მე-4 მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებისა და ფაკულტეტის დეკანის N15/30; 04.04.2024 ბრძანების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის მიზნით დაინიშნოს არჩევნები შემდეგ მიმართულებაზე:პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება- კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 2 ივლისი, 15:00-17:00 სთ; თსუ VI კორპუსი , აუდიტორია #303;
2. საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ფაკულტეტის საბჭოს გადასცეს არჩევნების ჩატარებიდან ერთ დღეში;
3. კომისიის სახელზე კონკურსანტთა განცხადება მიიღება 21 ივნისიდან- 28 ივნისის ჩათვლის 10:00 დან 16:00 საათამდე, თსუ VI კორპუსი, ოთახი 203ა;
4. არჩევნების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობისა და თსუ-ის სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;
5. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.